კომპანია Future Laboratory წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ხელს
შეუწყობს სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს, რომლებსაც სურთ
ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების,
გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა
მიმართულებით პროექტები განავითარონ, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ
მონაწილეობა 4-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში.
სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის არსებულ სააქსელერაციო პროგრამას კომპანია Future Laboratory ხელმძღვანელობს, ხოლო სააქსელერაციო პროგრამის სპონსორია საავტომობილო მიმართულებით საქართველოში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაცია - „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა კაპიტალი“.
პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს, რომლებსაც სურთ ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მიმართულებით პროექტები განავითარონ, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა 4-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში.
აქსელერაციის ფარგლებში, სტარტაპი მიიღებს ინვესტიციას პროტოტიპის დამზადებისთვის 5000 ლარის ოდენობით, ასევე აქსელერაციის დასრულების შემდეგ, წვდომა ექნება 200.000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან.